საქართველოს ელჩის ინტერვიუ „Jiefang Daily“-სთან
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) ფარგლებში ინტერვიუ მისცა შანხაის წამყვან მედიასაშუალება „Jiefang Daily“ -ს, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და ისტორიულ საინფორმაციო პლატფორმას ჩინეთში, რომელიც დაარსდა 1949 წელს, წარმოადგენს შანხაის კომიტეტის ოფიციალურ მედიასაშუალებას და ითვლება ქვეყნის მედია სივრცეში ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო წყაროდ.
ინტერვიუში ელჩმა ისაუბრა საქართველო–ჩინეთის ურთიერთობების დინამიკურ განვითარებაზე, საქართველოს მონაწილეობაზე CIIE-ზე საპატიო სტუმრის სტატუსით და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
