შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან
2024 წლის 6 აგვისტოს, საელჩოს დესპანმა მამუკა ციხელაშვილმა გამართა შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (CCOIC) სამდივნოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ჭუ ძივეისთან.
შეხვედრაზე განიხილეს CCOIC-ის ორგანიზებით დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობისა და აღნიშნულ პალატასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეიქმნა 1988 წელს. იგი წარმოადგენს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) ფილიალს და მასში გაერთიანებულია ჩინური და უცხოური კაპიტალით შექმნილი 300 ათასზე მეტი საწარმო და ბიზნეს ჯგუფი, რომლებიც ეწევიან საერთაშორისო კომერციულ საქმიანობას ჩინეთში. პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო გამოფენების დაგეგმვა და ორგანიზება, სამრეწველო თანამშრომლობა, იურიდიული კონსულტაცია და სხვ.