Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა People’s Daily-ში

2026 წლის 16 მარტს, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან ოფიციალურ გამოცემაში People’s Daily ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ინტერვიუში ელჩმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. პაატა კალანდაძემ ხაზი გაუსვა განათლების, ტურიზმის და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ამ კონტექსტში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ინტერვიუში ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლის შესახებ ისაუბრა.

 ინტერვიუ ასევე გამოქვეყნდა People’s Daily Overseas Edition-ის ციფრულ პლატფორმებზე.

ინტერვიუ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

https://paper.people.com.cn/rmrbhwb/pc/content/202603/16/content_30145437.html

https://news.haiwainet.cn/n/2026/0316/c3541093-32938161.html

https://paper.people.com.cn/rmrbhwb/pc/content/202603/16/content_30145438.html

https://paper.people.com.cn/rmrbhwb/pc/content/202603/16/content_30145439.html

https://paper.people.com.cn/rmrbhwb/pc/content/202603/16/content_30145441.html

https://opinion.haiwainet.cn/china/Georgia2025/