Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოსა და ჩინეთის განათლების მინისტრების შეხვედრა

ა.წ. 15 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ქ. უხანში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ ალექსანდრე წულაძესა და  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ბატონ ხუაი ძინფენგს შორის გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრსა და ჩინეთის განათლების მინისტრს შორის  გაიმართა   „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების  ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის ცერემონია.