ქართველი სტუდენტების სტუმრობა საელჩოში
ა. წ. 5 აპრილს, საქართველოს ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ საელჩოში უმასპინძლა ჭეძიანგის უნივერსიტეტის (ქ. ხანგჭოუ) ქართველ სტუდენტებს, კერძოდ, ჯონი დიასამიძეს, მარიამ მუმლაძეს, ანა მუკბანიანსა და გაბრიელ ნიკოლეიშვილს.
აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც ქართველი სტუდენტების ინიციატივით შედგა, საქართველოს ელჩმა ისაუბრა საელჩოს საქმიანობასა და საქართველოსა-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღევანდელი დინამიკის შესახებ. თავსი მხრივ, სტუდენტებმა საქართველოს ელჩი ჭეძიანგის უნივერსიტეტში მოიპატიჟეს.