Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მერვე რაუნდი გაიმართა

2023 წლის 7 ივლისს, ქ. პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მერვე რაუნდი გაიმართა, მინისტრის მოადგილეების დონეზე. საქართველოს მხრიდან, კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ჩინეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, მა ჭაოსუ.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდა პარტნიორობის გაღრმავებაზე სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა მიმართულებებით.

ორივე მხრიდან ხაზი გაესვა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და შეხედულებები რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თავის ჩინელ კოლეგას გააცნო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ერთგულება "ერთი ჩინეთის" პრინციპის მიმართ (one-China principle). თავის მხრივ, ჩინეთის მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.