Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინურ კომპანია „ZZHY“-ის თავმჯდომარესთან

2025 წლის 20 ივნისს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინურ კომპანია „ZZHY“-ის თავმჯდომარესთან, ლი ჟუეიპინთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებლი საკითხები და ამ თვალსაზრისით სახმელეთო-სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.

კომპანია „ZZHY“ დაარსდა 2014 წელს და მისი შტაბბინა  ქალაქ ჭენგჭოუში მდებარეობს. კომპანიას აქვს მდიდარი გამოცდილება სხვადასხვა სახის ტვირთის სახმელეთო გადაზიდვებში, როგორც ჩინეთის ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთაც.