Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის შეხვედრა ძილინის პროვინციის წარმომადგენელთან „ჩინეთი-ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ექსპო 2025“-ის განსახილველად

2025 წლის 25 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ძილინის პროვინციის საგარეო ურთიერთობათა ოფისის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ჭაო შუსინთან.  

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო ყოვლისმომცველი გამოფენა, სახელწოდებით  „ჩინეთი-ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ექსპო“, რომლის თანაორგანიზატორები არიან ჩინეთის კომერციის სამინისტრო, ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისია, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ჩინეთის საბჭო და ძილინის პროვინციის მთავრობა.

მე-15 „ჩინეთი-ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ექსპო“ გაიმართება 2025 წლის 27–31 აგვისტოს, ძილინის პროვინციის დედაქალაქ ჩანგჩუნში. გამოფენა ორიენტირებულია ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვის თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შექმნაზე, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებასა და კულტურული გაცვლის გაძლიერებაზე.