Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩის ინტერვიუ China Energy Media-თან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში, პაატა კალანდაძემ, ინტერვიუ მისცა China Energy Media-ს -გამოცემას, რომელიც აშუქებს ენერგეტიკისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებს.

ინტერვიუში განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის პერსპექტივები, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მნიშვნელობა და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და „შუა დერეფნის“ ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის განახლებადი ენერგიის პროექტებსა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინტერვიუს სრული ვერსია: https://mp.weixin.qq.com/s/BwGzx9X56efY2YOn8YlDVg