Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი  Hong Kong Shine Tak Foundation-ის წარმომადგენელს შეხვდა

2025 წლის 27 ივნისს საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა  Hong Kong Shine Tak Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრაიენ ჩანთან.

მხარეებმა იმსჯელეს ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე  ახალგაზრდობის ჩართულობით.

2014 წელს ჰონგ-კონგში დაარსებული ამ  ფონდის მთავარი მისიაა ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლებისა და კულტურული გაცვლების გზით  და ამ მიმართულებით განხორციელებული  პროექტების საშუალებით ჰონგ-კონგის ჩამოყალიბება მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის ცენტრად.