ქ. ჩენგტუში ქართული ღვინის კერძო მუზეუმი გაიხსნა
2025 წლის 10 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე, სიჩუანის პროვინციის ქ. ჩენგტუში ქართული ღვინის კერძო მუზეუმის საზეიმო გახსნას დაესწრო. მუზეუმი კომპანია “Xishu Daoxiang Culture Communication”-ის დირექტორს, ხე სის ეკუთვნის და ქ. ჩენგტუს ცენტრალურ უბანში, მის კუთვნილ შენობაში მდებარეობს. ობიექტზე წარმოდგენილია ქართულ ტრადიციულ მეღვინეობასთან დაკავშირებული ყველა ატრიბუტიკა და ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთები. დროთა განმავლობაში მუზეუმი ხელმისაწვდომი იქნება ფართო აუდიტორიისთვის.