საქართველოს ელჩის შეხვედრა კომპანია “FiberHome”-ის წარმომადგენელთან
2024 წლის 27 მაისს საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა კომპანია Wuhan FiberHome International Technology Co. Ltd-ის წარმომადგენლებთან.
მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და ამ მხრივ კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
FiberHome ერთ-ერთი წამყვანი ჩინური კომპანიაა, რომელიც ოპტიკური, მობილური, საინფორმაციო კომუნიკაციების, ინტერნეტ საინფორმაციო უსაფრთხოების, ჭკვიანი აპლიკაციებისა და ოპტოელექტრონიკის სფეროში მოღვაწეობს.