საქართველო ჩინეთის (კუეიჭოუს) ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე
2024 წლის 9 სექტემბერს, ჩინეთის ქ. კუეიიანგში (კუეიჭოუს პროვინცია) გაიმართა „ჩინეთის (კუეიჭოუს) ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-13 საერთაშორისო გამოფენის“ გახსნის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ. ცერემონიაზე საქართველოს ელჩს შესაძლებლობა მიეცა სიტყვით მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდა კუეიჭოუს რეგიონის ხელმძღვანელობა.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან ერთად სტუმრებს ქართული ღვინის სტენდთან უმასპინძლა.