შეხვედრა ტურისტული კომპანია „Beijing Tianchang Business Travel Agency”-ის წარმომადგენელთან
2024 წლის 5 ივნისს, საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ საელჩოში უმასპინძლა ჩინური ტურისტული კომპანიის „Beijing Tianchang Business Travel Agency”-ის გენერალურ მენეჯერს ლიანგ ციიენს.
მხარეებმა საქართველოში ჩინელი ტურისტების მოზიდვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კომპანიასა და საელჩოს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
აღნიშნულ ტურისტულ კომპანიას, რომელიც 2002 წელს დაარსდა, ევროპისა და სხვა ქვეყნებში ჩინელი მოქალაქეებისათვის ჯგუფური და ინდივიდუალური ტურების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს.