Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა პეკინის საერთაშორისო ვაჭრობისა და მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან

2024 წლის 18 ივნისს, საელჩოს დესპანმა მამუკა ციხელაშვილმა შეხვედრა  გამართა პეკინის საერთაშორისო ვაჭრობისა და მომსახურების ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების დირექტორთან იუან იანთან.

შეხვედრაზე განიხილეს 2024 წლის  12-16 სექტემბერს, პეკინში დაგეგმილ ვაჭრობისა და მომსახურების საერთაშორისო გამოფენაში (CIFTIS) საქართველოს მონაწილეობისა და აღნიშნულ ცენტრთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

CIFTIS გამოფენა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც პეკინში 2012 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობენ ასზე მეტი ქვეყნის კომპანიებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. გამოფენა მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ტელეკომუნიკაცია და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მშენებლობა და საინჟინრო ტექნოლოგიები, ვაჭრობა, განათლება და ტურიზმი.