ელჩის, არჩილ კალანდიას როტაციის ვადის დასრულებასთან დაკავშირებით, საელჩოში გაიმართა მიღება ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის
2023 წლის 26 ნოემბერს,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ კალანდიას როტაციის ვადის დასრულებასთან დაკავშირებით, საელჩოში გაიმართა მიღება ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.
ელჩმა მადლობა გადაუხადა თანამემამულეებს საელჩოსთან მჭიდრო კოორდინაციისთვის, წარმატებები უსურვა მათ და გამოთქვა იმედი, რომ დიასპორის წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.