საქართველოს ეროვნული პავილიონი მომსახურეობით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე (CIFTIS - 2026)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS-2026) გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად იყო წარმოდგენილი.
CIFTIS-2026-ის წლევანდელი თემატიკა იყო „გლობალური მომსახურებები, საერთო კეთილდღეობა“. ღონისძიებაში 90-ზე მეტი ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა, ხოლო ადგილზე წარმოდგენილი იყო 1,800-ზე მეტი წამყვანი კომპანია.