Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ჩინური პროექტის „Ambassador’s Feast“-ის საქართველოს ეპიზოდის გადაღება დასრულდა

16 დეკემბერს, ჩინეთის „Jiangsu TV“-ისა და „Mango TV“-ის პროექტის “Ambassador’s Feast”-ის საქართველოს ეპიზოდის გადაღება დასრულდა.

საქართველოს შესახებ ეპიზოდში ფართოდ გაშუქდება ქართული კერძების მრავალფეროვნება, ქართული ღვინის წარმოება, სტუმარ მასპინძლობის ტრადიციები და საქართველოს ტურისტული პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ გადაცემა უკვე რამდენიმე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში. ქვეყნის მასშტაბით მას ას მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. წლევანდელი სეზონისთვის გადაღებები უკვე დასრულებულია ესპანეთის ეპიზოდზე, საქართველოს შემდეგ კი მომზადდება საფრანგეთის ნაწილი. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ეპიზოდს ორი საათი დაეთმობა და იგი ორ ნაწილად გავა ეთერში.