საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
2026 წლის 10-14 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
პეკინში, 2026 წლის ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ხუაი ძინფენგმა ხელი მოაწერეს განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე იმყოფებოდა ქალაქ ლანჭოუში, სადაც შეხვედრები გამართა ლანჭოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ქართველ სტუდენტებთან, ასევე წაიკითხა საჯარო ლექცია.
