Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2025 წლის 3 ივლისს საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე კომპანია „Markor Investment Group Co., Ltd“-ის პეკინის ოფისის ხელმძღვანელს, უ კუანგიაოს შეხვდა და პეკინის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში კომპანიის კონცეპტუალური საგამოფენო სალონის შენობა დაათვალიერა. 

შეხვედრაზე ელჩმა და კომპანიის წარმომადგენელმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. 

აღნიშნული კომპანია თავის ხედვასა და მიზნებს დიდწილად  უძველესი აბრეშუმის გზისა და მასზე განთავსებული ქვეყნების კულტურათა ერთმანეთთან დაკავშირებით აყალიბებს და დაინტერესებულია უფრო ახლოს გაეცნოს საქართველოს ხელოვნებასა და კულტურას.

„Markor Investment Group Co., Ltd“, 1990 წელს დაარსდა და ოპერირებს მრავალ ინდუსტრიაში, მათ შორის, თანამედროვე ლოგისტიკის, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში.  აღნიშნულ კომპანიას მსოფლიოს 150 ქვეყანაში  3000-მდე მაღაზია-სალონი აქვს გახსნილი.