საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა „Huawei“-ის ვიცე-პრეზიდენტთან
2025 წლის 24 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, გამართა შეხვედრა „Huawei“-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ქალბატონ ანჟელა ლინთან, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიის საქმიანობას ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
შეხვედრისას განიხილეს „Huawei“-ის მიერ საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მჭიდრო პარტნიორობა საერთო მიზნების მისაღწევად.