საქართველოს ელჩი ჰონგკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის განათლების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
2026 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჰონგკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის განათლების ბიუროს მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ ჯეფ სისთან. მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
