საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში China-CEEC-ის თანამშრომლობის სამდივნოსთან
2026 წლის 6 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე შეხვდა ჩინეთი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (China-CEEC) თანამშრომლობის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ ჩენ კუოიოს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს China-CEEC-ის ფორმატში საქართველოს აქტიური ჩართულობის პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის დინამიკას.
.jpg&w=3840&q=100)