9 ივნისს ნინგსიაში საერთაშორისო ღვინის კულტურისა და ტურიზმის გამოფენა გაიხსნა
2025 წლის 9 ივნისს, ჩინეთის ნინგსია-ხუეის ავტონომიური რეგიონის ქ. ინჩუანში საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბატონი პაატა კალანდაძე დაესწრო „რიგით მეხუთე ჩინეთის (ნინგსია) საერთაშორისო ღვინის კულტურისა და ტურიზმის გამოფენის“ გახსნის ცერემონიას. აქვე, გამოფენის პარალელურად გაიხსნა „რიგით 32-ე ბრიუსელის საერთაშორისო ღვინის კონკურსი“.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 200 მეტმა ადგილობრივმა და უცხოურმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის სტენდი და ასევე, „რიგით 32-ე ბრიუსელის საერთაშორისო ღვინის კონკურსის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ექსპერტებმა.