Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

2025 წლის 3-6 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი ციანგის მიწვევით.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა ლი ციანგთან, მონაწილეობა მიიღო 8-ე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, და ლი ციანგთან ერთად გახსნა საქართველოს საგამოფენო სივრცე. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

შანხაიში ყოფნის პერიოდში ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა შანხაის მერთან. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე დაათვალიერა ქართული საგამოფენო სივრცეები.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის შვიდი შეთანხმება.