თბილისის მერის ვიზიტი ქ. ნანკინში
28-29 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა კახა კალაძემ შეხვედრა გამართა ნანკინის მერთან, ლი ჭუნგძუნთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ამავე ქალაქში განთავსებულ “CRRC Nanjing Puzhen”-ის საწარმოს ეწვია და თბილისის მეტროპოლიტენისთვის დამზადებული პირველი ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონიას დაესწრო.
.
