სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა “ერისიონმა“, მონაწილეობა მიიღო სინძიანის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალზე
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 1-5 აგვისტოს, სინძიანის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში მონაწილეობდა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი“. 3 და 4 აგვისტოს, ქ. ურუმჩიში ჩინელი მაყურებლის წინაშე “ერისიონი“ წარსდგა განახლებული პროგრამით “ქართული საგანძური“.
ქართული ანსამბლის კონცერტები ფართოდ გაშუქდა ჩინურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.