საქართველოს ელჩმა პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს კულტურის, ისტორიისა და განათლების გასაცნობად
2025 წლის 16 იანვარს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან არსებული ექსპერიმენტული სკოლის საერთაშორისო განყოფილების მაღალი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა, სამომავლოდ საქართველოში სწავლის გაგრძელების პერსპექტივის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურის, ისტორიის და განათლების სფეროს გაცნობა.
ელჩი მოსწავლეებს ესაუბრა ქართული კულტურის, იდენტობის ძირითად მახასიათებლებზე და ასევე, საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.