Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის ვიზიტი ნინგსიას ხუეის ავტონომიურ რეგიონში

2024 წლის 8-9 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნინგსიას ხუეის ავტონომიურ რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის რიგით მეოთხე საერთაშორისო ღვინის კულტურისა და ტურიზმის გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაში და გაეცნო გამოფენაზე წარმოდგენილ ღვინოსა და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ პროდუქტებს.

აღსანიშნავია, რომ ნინგსია ჩინეთის ღვინის ინდუსტრიის ლიდერი რეგიონია. გასულ წელს რეგიონში 140 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოეს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ღვინის თითქმის ნახევარია.

ელჩს ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა რეგიონის ხელმძღვანელობას, მათ შორის, ნინგსიას ხუეის ავტონომიური რეგიონის პარტიის მდივან ლი იფეისა და გუბერნატორ ჭანგ იუფუს. გუბერნატორმა შეხვედრაზე საქართველოს ელჩსა და სხვა დამსწრე სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმაცია გააცნო. გუბერნატორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა ღვინის ინდუსტრიის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.