შეხვედრა „Vision Film Entertainment Co., Ltd.“-ის პრეზიდენტთან
2025 წლის 22 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ კინო კომპანია „Vision Film Entertainment Co., Ltd.”-ის (იგივე „Jiguang Pianyu Film Entertainment Co., Ltd“) პრეზიდენტს სუემეი შენს უმასპინძლა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ჩინეთში საქართველოს უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით.
კინო კომპანია Vision Film Entertainment Co., Ltd.” 2014 წელს დაარსდა და ფოკუსირებულია ფილმების საავტორო უფლებებით ვაჭრობაზე, დისტრიბუციასა და ჩვენებაზე, ინვესტიციებსა და წარმოებაზე.