საქართველოს ელჩი პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორებს შეხვდა
2026 წლის 3 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის ქართული ენის სწავლებისა და კვლევის ოფისის დირექტორ პო იუენთან და ამავე უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორთან, ნინო ყოჩიშვილთან.
შეხვედრაზე ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გარღმავებაში ორი ქვეყნის ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებას. ასევე, შეხვედრაზე განისაზღვრა საელჩოსა და პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯები.