საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ჰონგ კონგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში
2024 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და რომლის შემადგენლობაშიც ასევე, იყო საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მონაწილეობა მიიღო ჰონგ კონგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში Asian Logistics, Maritime and Aviation Conference.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ჰონგ კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარგარეტ ფონგმა. კონფერენციას მთავრობის და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.