საბერიოს ტრაგედიის გამო 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გამოცხადდა გლოვის დღედ.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.