Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ჭეძიანგის ტურიზმის კოლეჯის დელეგაციასთან

2025 წლის 11 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე ჭეძიანგის ტურიზმის კოლეჯის თანამედროვე ტრანსპორტირებისა და კომერციის სკოლის დეკანის მოადგილეს, კაო მინგს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ხსენებულ კოლეჯსა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ჭეძიანგის ტურიზმის კოლეჯი 1983 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული სასწავლო დაწესებულება ტურიზმთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ სპეციალობას სთავაზობს სტუდენტებს. აღნიშნული სპეციალობებიდან 16-ს მიღებული აქვს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის განათლების ხარისხის სერტიფიკატი.