საქართველოს ელჩი ჰონგკონგის მოგზაურობის ინდუსტრიის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
2026 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჰონგკონგის მოგზაურობის ინდუსტრიის საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ ტომი თამთან. ელჩმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, საბჭოს თავმჯდომარემ კი ისაუბრა საბჭოს საქმიანობაზე და დიდი ინტერესი გამოხატა ქართული ტურისტული სერვისების მიმართ. მხარეები ორმხრივი ტურისტული ნაკადის ზრდის ხელშესაწყობად თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
