საქართველოს ელჩის შეხვედრა კომპანია „Yutong Group“-ის დელეგაციასთან
2026 წლის 23 ივლისს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ გამართა შეხვედრა კომპანია „Yutong Group“-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომპანიის რეგიონული მენეჯერი, ცაი ტანი. კომპანია „Yutong Group“ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან საქმიანობს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.
