საქართველოს მონაწილეობა „ITB China 2026”-ში
2026 წლის 25 მაისს, ქალაქ შანხაიში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე დაესწრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა საქართველოს „ITB China 2026“-ში (26-28 მაისი, შანხაი) პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას.
აღნიშნულ ღონისძებაზე მოწვეულ 700-ზე მეტ სტუმარს საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ქართული ტრადიციული კერძები, სასმელები და გაცნობოდნენ ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებას.
1966 წელს დაარსებული „International Tourismus-Börse” (ITB), გახლავთ ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობენ აღნიშულ სექტორში დაკავებული მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიები.
“ITB China 2026”-ში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის დევიზია: “Hospitality is our main course”.
