საქართველოს ელჩის შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) კუანგტუნგის პროვინციის კომიტეტის პრეზიდენტთან
2025 წლის 8-9 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ კუანგჭოუში, კუანგტუნგის პროვინციაში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) კუანგტუნგის პროვინციის კომიტეტის პრეზიდენტთან, ჩენ სიაოფენგთან.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო, საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.