საქართველოს ელჩის ინტერვიუ China Daily-სთან
2026 წლის 12 ოქტომბერს, ჩინეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ China Daily გამოაქვეყნა ინტერვიუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პაატა კალანდაძესთან.
ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაზე, კერძოდ, 2026 წლის ივნისში ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლებაზე.
ინტერვიუ გამოქვეყნდა China Daily-ის ოფიციალურ ვებგვერდზე და გავრცელდა სხვადასხვა საერთაშორისო და ჩინურ ციფრულ პლატფორმაზე, მათ შორის YouTube-ზე, Facebook-ზე, X-ზე, Weibo-ზე, WeChat-ზე, Douyin-ზე, Bilibili-სა და Kuaishou-ზე.
ინტერვიუს სრული ვერსია: https://www.chinadaily.com.cn/a/202610/12/WS6acc5ecde4b06d4aa05624c2.html