ელჩის შეხვედრა ქალაქ კუანგჭოუს ნანშას რაიონის ხელმძღვანელობასთან
2025 წლის 9 მაისს, საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე შეხვდა ქალაქ კუანგჭოუს ნანშას რაიონის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილეს, სუნ იუნგს.
შეხვედრაზე სუნ იუნგმა ელჩს გააცნო ნანშას ეკონომიკური და სავაჭრო შესაძლებლობები. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოხატეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ და გააძლიერონ ურთიერთობები, მათ შორის კონკრეტული პროექტების ფარგლებში.