Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის „ორ სესიას“ დაესწრო

2026 წლის 4-5 მარტს, ქ. პეკინში, სახალხო კრების დიდ დარბაზში, გაიმართა ჩინეთის „ორი სესიის“ გახსნის სხდომები. 4 მარტს გაიხსნა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის მე-14 მოწვევის მეოთხე სესია, ხოლო 5 მარტს მუშაობა დაიწყო ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მე-14 მოწვევის მეოთხე სესიამ.

„ორი სესია“ ჩინეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ყოველწლიურ პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში იმართება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და უმაღლესი პოლიტიკური-საკონსულტაციო ორგანოს წლიური სესიები, რომელთა დროსაც განიხილება ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტები, სახელმწიფო ბიუჯეტი, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სამთავრობო საკითხები.

2026 წლის სესიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტებს, მათ შორის 2026-2030 წლების ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის მონახაზის განხილვას.

გახსნის სხდომებზე მოწვეული იყვნენ ჩინეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე, აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრო საპატიო სტუმრის სტატუსით.