საქართველოს ელჩმა Xinhua Net-ის კულტურულ გადაცემაში „Chinese Banquet“ მიიღო მონაწილეობა
2026 წლის 10 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო Xinhua Net-ის კულტურულ გადაცემაში „Chinese Banquet“.
გადაცემის ფარგლებში ელჩი გაეცნო კუანგტუნგის (Guangdong) ტრადიციულ კულინარიულ კულტურას, მათ შორის ნადიმ „Jiu Da Gui“-ს. ასევე, ისაუბრა საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურასა და ტრადიციებზე, ღვინის კულტურაზე, ქართულ დამწერლობასა და ტურისტულ შესაძლებლობებზე.
გადაცემაში წარმოდგენილი იყო ქართული კულტურის ცალკეული ელემენტები, მათ შორის ქართული ასოები და კულინარიული თემატიკა.
Xinhua Net წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, Xinhua News Agency-ის ოფიციალურ ონლაინ მედია პლატფორმას, ხოლო გადაცემა „Chinese Banquet“ კულინარიის საშუალებით სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და მეგობრული ურთიერთობების წარმოჩენას ისახავს მიზნად.
