Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა პეკინის მომსახურების სფეროში ვაჭრობის ასოციაციის პრეზიდენტთან

2025 წლის 7 ივლისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე შეხვდა „პეკინის მომსახურების სფეროში ვაჭრობის ასოციაციის“ პრეზიდენტს, ლი ლუსიას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

„პეკინის მომსახურების სფეროში ვაჭრობის ასოციაცია“  დაარსდა 2007 წელს და იგი აერთიანებს  პეკინის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თითქმის ყველა კომპანიას. ასევე, თანამშრომლობს  ჩინეთის 50 პროვინციასთან. მის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ჩინურ და უცხოურ კომპანიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.

„პეკინის მომსახურების სფეროში ვაჭრობის ასოციაცია“  “ჩინეთის მომსახურების სფეროში ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS)” ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი. ღონისძიება ყოველწლიურად ჩინეთის კომერციის სამინისტროსა და ქ. პეკინის მუნიციპალიტეტის პატრონაჟით იმართება.