შეხვედრა ნინგსია ხუეის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორთან
2024 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, ნინგსია ხუეის ავტონომიურ რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აღნიშნული რეგიონის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორთან პაი იუჭენთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ღვინისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და ამ მიმართულებით აქტიური კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.