Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩი „კულტურისა და ტურიზმის პირველ ციფრულ კონფერენციას“ დაესწრო

2024 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე, საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო „კულტურისა და ტურიზმის პირველ ციფრულ კონფერენციას“, რომელიც ჩინეთის სამოგზაურო სერვისების ასოციაციის (KATS) მიერ იქნა ორგანიზებული. ღონისძიებას, რომელიც ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას კულტურისა და ტურიზმის ინდუსტრიაში, ესწრებოდნენ ჩინეთის სხვდასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენციის გალა ვახშამზე, საქართველოს ელჩმა დამსწრეთ სიტყვით მიმართა, რა დროსაც მან ისაუბრა საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მიღწევებსა და ტურიზმის სექტორში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის პერსპექტივაზე.