Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე, ლინგ ძის თანა-თავმჯდომარეობით, პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა.
 
კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეთა მიერ განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივები, საინვესტიციო ურთიერთობები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი და სხვა.
 
საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ჩინეთის მხარეს გააცნო საქართველოს ეკონომიკის დინამიკა და სტატისტიკური მონაცემები, მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა დარგში მიმდინარე რეფორმებზე. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება დ ყოველდღიური პირდაპირი ფრენები, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.
 
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის თანა-თავმჯდომარეებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი - მასში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. კომისიის შემდეგი სხდომა, 2024 წელს საქართველოში გაიმართება.