საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, აგრძელებს პეკინის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობას
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, აგრძელებს პეკინის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობას.
2023 წლის 19 ნოემბერს, საელჩოში გაიმართა მორიგი ღონისძიება, სადაც ელჩის თანაშემწემ, თამარ ქვლივიძემ შესაბამისი პრეზენტაციის მეშვეობით, გააცნო ბავშვებს მრავალმხრივი ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, სამზარეულოსა და ტრადიციების შესახებ. თავის მხრივ, მოსწავლეებმა წარუდგინეს საელჩოს თანამშრომლებს, წინასწარ მომზადებული მასალები საქართველოსთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, საელჩოში სტუმრობასთან დაკავშირებით, გადასცა სკოლის მოსწავლეებს შესაბამისი სერთიფიკატები.