Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილესთან

2025 წლის 6 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი პაატა კალანდაძე, შეხვდა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ბაი ვენლის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩინეთს შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, მათ შორის პირდაპირი ფრენების დამყარებისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორმხრივი პროექტების განვითარების პერსპექტივები.