საქართველოს სპორის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში
2026 წლის 23-27 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სპორტის მინისტრი, ბატონი შალვა გოგოლაძე.
ხსენებული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს სპორტის მინისტრის შეხვედრა მის ჩინელ კოლეგასთან. ხელმოწერილი იქნა ორ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთ გაგების მემორანდუმი.
საქართველოს სპორტის მინისტრის ვიზიტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ.
