პეკინის საერთაშორისო კულტურისა და ვაჭრობის ხელშეწყობის ასოციაციის ფორუმში მონაწილოება
2025 წლის 29 მარტს, ჩინეთში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, თინათინ შიშინაშვილმა მონაწილეობა მიიღო „პეკინის საერთაშორისო კულტურისა და ვაჭრობის ხელშეწყობის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში სახელწოდებით, „ჭკვიანი ტექნოლოგიების, საწარმოო და საფინანსო სექტორების ურთიერთმომგებიანი ინტეგრაცია“, სადაც ასოციაციის წევრ კომპანიებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ ზოგადი სახის ინფორმაციისა და ასევე, საქართველოსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პეკინის საერთაშორისო კულტურისა და ვაჭრობის ხელშეწყობის ასოციაციის „მრეწველობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაარსების ცერემონია.
აღნიშნული ცენტრის მიზანია საწარმოებისათვის გლობალური კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და „ორმაგი ცირკულაციის“ მქონე ეკონომიკური შედეგის მისაღებად, შექმნას პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკის, მრეწველობის, აკადემიურ და კვლევით კომპონენტებს.